ტრენინგის მსმენელებმა წარვადგინეთ მოცემული დავალება-პროექტის სახელწოდება, რომელზეც ჩვენ უნდა ვიმუშაოთ. გავაცანით ერთმანეთს პროექტის მიზანი, პრობლემები და გადაჭრის გზები. ტრენერმა გააკეთა კომენტარები.
გავეცანით აგრეთვე ჩეკლიტის მახასიათებლებს.
ვიმუშავეთ პროექტის შაბლონის შექმნაზე,ბუკლეტის შაბლონის შექმნაზე.გავაკეთეთ შაბლონებში შესატანი საკითხების მონახაზი.
და ბოლოს ტრენერმა მოგვცა მეორე დღის დავალება-მეორე მოდული ბოლომდე.
შუქი ჩაგვიქრა და რეფლექსია სახლში დავწერთ.
ეს დღეც საინტერესო და კარგი იყო. ტექნოლოგიების სამყაროში ცხოვრება კარგია.
დღე პირველი. ინტელის ტრენინგი. ძირითადი კურსი კომპიუტერეული ტექნოლოგიების ეფექტური გამოყენება, დაგვეხმარება პორტფელიოს შექმნაში და სწავლა-სწავლების პროცესის გაუმჯობეშებაში. ტრენინგზე ტრენერმა მოსალმების შემდეგ ჩაგვაწერინა მისამართები თუ სად როგორ უნდა გვემუშავა.
მოგვცა მიმართულებები.
ჩაგვიტარა მინი ლექცია.
გაგვაცნო პორტფოლიოს კომპონენტები. დაგვევალა პროექტის სტანდარტის შემუშავება.
შევქმენით ახალი ბლოგი და დავიწყეთ პროექტზე მუშაობა.
საშინაო დავალებად მოგვცა პროექტის სახელწოდებების შერჩევა,მიზნებისა და ამოცანების დადგენა.
ძალიან საინტერესო არის ტექნოლოგიებით მუშაობა. ძალიან დაძაბული და რთული დღე იყო.
ასე დასრულდა პირველი დღე.
No comments:
Post a Comment