Monday, November 17, 2014

მეცხრე დღე

ქ-მა გვანცამ მოსალმების შემდეგ, გააკეთა უკუკავშირი, მიმოიხილა ტრენინგის დაწყებიდან დღემდე ყველა ნამუშევარი მოგვცა რეკომენდაციები. თითოეულმა ჩვენთაგანმა წარვადგინეთ პრეზენტაციები, მოვუსმინეთ ერთმანეთს და მივეცით რეკომენდაციები. ტრენინგს ესწრებოდა სტუმარი თბილისიდან, რომელმაც შეამოწმა ჩვენი ნამუშევარი. ასე დავამთავრეთ ტრენინგი, რომელიც იყო ძალიან საინტერესო და შრომატევადი. მადლობა გვანცას. პროექტებით სწავლება ანუ ინტელის კურსის გავლა ყველა მასწავლებლისათვის საჭირო და აუცილებელია.

Saturday, November 15, 2014

დღე მერვე

წარვადგინეთ გეგმის შაბლონი, გავუზიარეთ ერთმანეთს და ტრენერისაგან მივიღეთ რეკომენდაციები. განსაკუთრებით ყურადღება მივაქციეთ შეფასების რუბრიკას. ვისწავლეთ საქაღალდეების შექმნა, მასში მონაცემების შეტანა, თუ რა უნდა მოვათავსოთ თითოეულ საქაღალდეში. ძალიან საინტერესო იყო ბლოგზე პორტფელიოს ჩაშენება. ასევე ლინკის მიბმა პორტფელიოზე. მეორე დავალება ეს იყო მოსწავლის ბუკლეტის შექმნა, რომელიც სახლში მოვამზადეთ და ბუკლეთის ფონის გაკეთება. ბოლოს ვისწავლეთბლოგზე ფონის მიცემა მივიღეთ საშინაო დავალება. ასე დავამთავრეთ ეს ერთი დღეც.

დღე მეშვიდე

ტრენერმა შეგვიმოწმა საშინაო დავალება - მოსწავლეთა პროექტები. ერთმანეთს გავაცანით ჩვენი ნაშრომები,ჩავასწორეთ და გადავეიდით ახალ სამუშაოზე. ვისწავლეთ რუბრიკების ბიბლიოთეკის გამოყენება.ვიმუშავეთ გარდნერისა და ბლუმის მატრიცაზე.მოვიძიეთ სხვა სასწავლო რესურსებიც. შესვენებაზე მივირთვით ყავა და ახალი ძალებით შევუდეგით სამუშაოს. მივიღეთ სახლში სამუშაო: საბლონის შევსება ბოლომდე, ბროშურის ბუკლეტის გაკეთება და შეფასების რუბრიკების დამუსავება. ასე დავასრულეთ კიდევ ერთი საინტერესო დღე.

Saturday, November 8, 2014

მეექვსე დღე

ძალიან საინტერესო დღე იყო. ვისწავლეთ კომენტარების გაკეთება პროექტზე. განვიხილეთ მე-4 მოდული, მოსწავლის ნიმუშის შექმნა.რომელიც უნდა დავასრულოთ სახლში და drive-ზე ავტვირთოთ. სახლში სამუშაოდ აგრეთვე მოგვეცა მოდულის პირველი აქტივობა.

Monday, November 3, 2014

მეხუთე დღე

ტრენერმა შეამოწმა საშინაო დავალება - პროექტის პრეზენტაცია.განვიხილეთშემდეგი მოდული: კავშირები.პორტფელიოს რუბრიკის საშუალებით განვიხილეთ პროექტის თითოეული სლაიდი და ჩავასწორეთ. შემდეგ ერთმანეთს გავუზიარეთ ჩვენ - ჩვენი აზრები. შემდეგ ვისწავლეთ პროექტის ჩაშენება ბლობში. საშინაო დავალება მოგვცა სტანდარტებისა და მიზნების რუბრიკა,პორტფელიოს რუბრიკა.

Saturday, November 1, 2014

მეოთხე დღე

       მისალმების შემდეგ ტრენერმა მოითხოვა სახლში მოცემული დავალების ერთმანეთისათვის გაზიარება. ეს იყო დავალება პროექტის საკვანძო კითხვების შესახებ. გაუზიარეთ ერთმანეთს.
       ჩაგვიტარდა მინი ლექცია.                                                                                                                    პროექტის მუშაობის დაწყებამდე ვასახელებთ თემას, შემდეგ ვამოწმებთ წინარე ცოდნას, სხვადასხვა ფორმით.
შემდეგი აქტივობა - შეფასების სხვადასხვა მეთოდის განხილვა სქემის სახით.
შემდეგი დავალება რომელიც შევასრულეთ აუდიტორიაში ეს იყო გეგმის ფაილის პრეზენტაცია, პროექტის სლაიდები - წინასწარ მომზადებული ინფორმაციეიბით. კოპირებით გადავიტანეთ სლაიდებზე, ვისწავლეთ სლაიდის დუბლიკატის გაკეთება, ყველაფერი ეს ჩავაშენეთ  drive-ზე, რომელიც იმ დღეს ვისწავლეთ. ვისწავლეთ აგრეთვე drive-დან ჩამოტვირთვა სამუშაო მაგიდაზე და ჩასწორება - შენახვა- ატვირთვა.
მივიღეთ დავალება  შემდეგი ტრენინგისათვის.

Monday, October 27, 2014

დღე მესამე

       დღე იყო ძალიან რთული და შრომატევადი, მაგრამ საინტერესო და მიმზიდველი.
შევისწავლეთ პროექტის ბუკლეტისათვის ფოტოს გადმოტანა ინტერნეტიდან, ასევე ვისწავლეთ ფერისა და შრიფტის მიცემა.
      შესვენების დროს დავლიეთ ყავა, აღვიდგინეთ რესურსები და გავაგრძელეთ მუშაობა.
განვიხილეთ მეორე მოდული - სასწავლო პროექტების დაგეგმვა. გავეცანით ზოგად,თემატურ და შინაარსობრივ შეკითხვების ნიმუშებს.~, რომელსაც პროექტის შედგენაში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. მივიღეთ დავალება მეორე დღისათვის.