Monday, November 17, 2014
მეცხრე დღე
ქ-მა გვანცამ მოსალმების შემდეგ, გააკეთა უკუკავშირი, მიმოიხილა ტრენინგის დაწყებიდან დღემდე ყველა ნამუშევარი
მოგვცა რეკომენდაციები.
თითოეულმა ჩვენთაგანმა წარვადგინეთ პრეზენტაციები, მოვუსმინეთ ერთმანეთს და მივეცით რეკომენდაციები.
ტრენინგს ესწრებოდა სტუმარი თბილისიდან, რომელმაც შეამოწმა ჩვენი ნამუშევარი.
ასე დავამთავრეთ ტრენინგი, რომელიც იყო ძალიან საინტერესო და შრომატევადი.
მადლობა გვანცას.
პროექტებით სწავლება ანუ ინტელის კურსის გავლა ყველა მასწავლებლისათვის საჭირო და აუცილებელია.
Saturday, November 15, 2014
დღე მერვე
წარვადგინეთ გეგმის შაბლონი, გავუზიარეთ ერთმანეთს და ტრენერისაგან მივიღეთ რეკომენდაციები. განსაკუთრებით ყურადღება მივაქციეთ შეფასების რუბრიკას.
ვისწავლეთ საქაღალდეების შექმნა, მასში მონაცემების შეტანა, თუ რა უნდა მოვათავსოთ თითოეულ საქაღალდეში.
ძალიან საინტერესო იყო ბლოგზე პორტფელიოს ჩაშენება. ასევე ლინკის მიბმა პორტფელიოზე.
მეორე დავალება ეს იყო მოსწავლის ბუკლეტის შექმნა, რომელიც სახლში მოვამზადეთ და ბუკლეთის ფონის გაკეთება.
ბოლოს ვისწავლეთბლოგზე ფონის მიცემა
მივიღეთ საშინაო დავალება.
ასე დავამთავრეთ ეს ერთი დღეც.
დღე მეშვიდე
ტრენერმა შეგვიმოწმა საშინაო დავალება - მოსწავლეთა პროექტები. ერთმანეთს გავაცანით ჩვენი ნაშრომები,ჩავასწორეთ და გადავეიდით ახალ სამუშაოზე.
ვისწავლეთ რუბრიკების ბიბლიოთეკის გამოყენება.ვიმუშავეთ გარდნერისა და ბლუმის მატრიცაზე.მოვიძიეთ სხვა სასწავლო რესურსებიც.
შესვენებაზე მივირთვით ყავა და ახალი ძალებით შევუდეგით სამუშაოს.
მივიღეთ სახლში სამუშაო: საბლონის შევსება ბოლომდე, ბროშურის ბუკლეტის გაკეთება და შეფასების რუბრიკების დამუსავება.
ასე დავასრულეთ კიდევ ერთი საინტერესო დღე.
Saturday, November 8, 2014
მეექვსე დღე
ძალიან საინტერესო დღე იყო. ვისწავლეთ კომენტარების გაკეთება პროექტზე.
განვიხილეთ მე-4 მოდული, მოსწავლის ნიმუშის შექმნა.რომელიც უნდა დავასრულოთ სახლში და drive-ზე ავტვირთოთ. სახლში სამუშაოდ აგრეთვე მოგვეცა მოდულის პირველი აქტივობა.
Monday, November 3, 2014
მეხუთე დღე
ტრენერმა შეამოწმა საშინაო დავალება - პროექტის პრეზენტაცია.განვიხილეთშემდეგი მოდული: კავშირები.პორტფელიოს რუბრიკის საშუალებით განვიხილეთ პროექტის თითოეული სლაიდი და ჩავასწორეთ. შემდეგ ერთმანეთს გავუზიარეთ ჩვენ - ჩვენი აზრები.
შემდეგ ვისწავლეთ პროექტის ჩაშენება ბლობში.
საშინაო დავალება მოგვცა სტანდარტებისა და მიზნების რუბრიკა,პორტფელიოს რუბრიკა.
Saturday, November 1, 2014
მეოთხე დღე
მისალმების შემდეგ ტრენერმა მოითხოვა სახლში მოცემული დავალების ერთმანეთისათვის გაზიარება. ეს იყო დავალება პროექტის საკვანძო კითხვების შესახებ. გაუზიარეთ ერთმანეთს.
ჩაგვიტარდა მინი ლექცია. პროექტის მუშაობის დაწყებამდე ვასახელებთ თემას, შემდეგ ვამოწმებთ წინარე ცოდნას, სხვადასხვა ფორმით.
შემდეგი აქტივობა - შეფასების სხვადასხვა მეთოდის განხილვა სქემის სახით.
შემდეგი დავალება რომელიც შევასრულეთ აუდიტორიაში ეს იყო გეგმის ფაილის პრეზენტაცია, პროექტის სლაიდები - წინასწარ მომზადებული ინფორმაციეიბით. კოპირებით გადავიტანეთ სლაიდებზე, ვისწავლეთ სლაიდის დუბლიკატის გაკეთება, ყველაფერი ეს ჩავაშენეთ drive-ზე, რომელიც იმ დღეს ვისწავლეთ. ვისწავლეთ აგრეთვე drive-დან ჩამოტვირთვა სამუშაო მაგიდაზე და ჩასწორება - შენახვა- ატვირთვა.
მივიღეთ დავალება შემდეგი ტრენინგისათვის.

Monday, October 27, 2014
დღე მესამე
დღე იყო ძალიან რთული და შრომატევადი, მაგრამ საინტერესო და მიმზიდველი.
შევისწავლეთ პროექტის ბუკლეტისათვის ფოტოს გადმოტანა ინტერნეტიდან, ასევე ვისწავლეთ ფერისა და შრიფტის მიცემა.
შესვენების დროს დავლიეთ ყავა, აღვიდგინეთ რესურსები და გავაგრძელეთ მუშაობა.
განვიხილეთ მეორე მოდული - სასწავლო პროექტების დაგეგმვა. გავეცანით ზოგად,თემატურ და შინაარსობრივ შეკითხვების ნიმუშებს.~, რომელსაც პროექტის შედგენაში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. მივიღეთ დავალება მეორე დღისათვის.

Tuesday, October 21, 2014
დღე მეორე
ტრენინგის მსმენელებმა წარვადგინეთ მოცემული დავალება-პროექტის სახელწოდება, რომელზეც ჩვენ უნდა ვიმუშაოთ. გავაცანით ერთმანეთს პროექტის მიზანი, პრობლემები და გადაჭრის გზები. ტრენერმა გააკეთა კომენტარები.
გავეცანით აგრეთვე ჩეკლიტის მახასიათებლებს.
ვიმუშავეთ პროექტის შაბლონის შექმნაზე,ბუკლეტის შაბლონის შექმნაზე.გავაკეთეთ შაბლონებში შესატანი საკითხების მონახაზი.
და ბოლოს ტრენერმა მოგვცა მეორე დღის დავალება-მეორე მოდული ბოლომდე.
შუქი ჩაგვიქრა და რეფლექსია სახლში დავწერთ.
ეს დღეც საინტერესო და კარგი იყო. ტექნოლოგიების სამყაროში ცხოვრება კარგია. დღე პირველი. ინტელის ტრენინგი. ძირითადი კურსი კომპიუტერეული ტექნოლოგიების ეფექტური გამოყენება, დაგვეხმარება პორტფელიოს შექმნაში და სწავლა-სწავლების პროცესის გაუმჯობეშებაში. ტრენინგზე ტრენერმა მოსალმების შემდეგ ჩაგვაწერინა მისამართები თუ სად როგორ უნდა გვემუშავა. მოგვცა მიმართულებები. ჩაგვიტარა მინი ლექცია. გაგვაცნო პორტფოლიოს კომპონენტები. დაგვევალა პროექტის სტანდარტის შემუშავება. შევქმენით ახალი ბლოგი და დავიწყეთ პროექტზე მუშაობა. საშინაო დავალებად მოგვცა პროექტის სახელწოდებების შერჩევა,მიზნებისა და ამოცანების დადგენა. ძალიან საინტერესო არის ტექნოლოგიებით მუშაობა. ძალიან დაძაბული და რთული დღე იყო. ასე დასრულდა პირველი დღე.

Subscribe to:
Posts (Atom)